1. ხელმძღვანელები და სპეციალისტები „წესების“ დარღვევისათვის პირადად აგებენ პასუხს, მიუხედავად იმისა, გამოიწვია თუ არა ამ დარღვევამ ავარია ან უბედური შემთხვევა.
2. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების მიერ მითითებების ან განკარგულებების გაცემა, რომლებიც აიძულებენ ქვეშევრდომებს დაარღვიონ უსაფრთხოების ტექნიკის წესები და ინსტრუქციები, თვითნებურად განაახლონ ტექზედამხედველობის მიერ გაჩერებული სამუშაოები, არის წესების უხეში დარღვევა. ასევე უხეშ დარღვევად ჩაითვლება, თუ ხელმძღვანელი (სპეციალისტი) არ მიიღებს ზომებს იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც ჩადიან მისი ქვეშევრდომები ან მუშები მისივე თანდასწრებით.
3. „წესების“ დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზოგადი მოთხოვნები ფაბრიკების მიმა