1. „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესები“ (შემდგომ – წესები) დამუშავებულია საქართველოს კანონის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის №227 დადგენილებით 2005 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომ – ტექზედამხედველობა) დებულების, მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. „წესები“ ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს მამდიდრებელ, სააგლომერაციო, მომგუნდავებელ, სამსხვრევ, სამსხვრევ-სახარისხებელ ფაბრიკებს, საამქროებს, დანადგარებს (შემდგომ – ფაბრიკა)