1. ფაბრიკაში შენობებისა და ნაგებობების უსაფრთხო მდგომარეობასა და სწორ ექსპლუატაციაზე უნდა დაწესდეს სისტემატური კონტროლი. საწარმოში კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება ფაბრიკის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. ფაბრიკის თითოეული უბნისთვის უნდა დადგინდეს ხანძარ- და აფეთქებასაფრთხიანობის კატეგორია და, დადგენილი კატეგორიიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები.
3. უბედური შემთხვევის შესახებ დაზარალებულმა ან უბედური შემთხვევის უშუალო მოწმემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ფაბრიკის (საამქროს) ტექნიკურ ზედამხედველ პირს. წარმოებაში ყველა უბედური შემთხვევა ექვემდებარება გამოკვლევას საქართველოს სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 4 აპრილის №39 ბრძანებით დამტკიცებული „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საშიშ საწარმოო ობიექტებზე უბედური შემთხვევის გარეშე მომხდარი ავარიების ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის შესახებ დებულების“ მიხედვით.
4. მოქმედ ფაბრიკაში სხვა ორგანიზაციის მიერ სამუშაოების წარმოებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული „წესების“ მოთხოვნები. ფაბრიკის იმ უბანზე, რომელიც სხვა ორგანიზაციაზე გადაცემულია განწესდაშვებით, „წესების“ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ