1. მუშებმა და მოსამსახურეებმა, რომლებიც იწყებენ მუშაობას ფაბრიკაში ან ერთი სამუშაოდან გადაიყვანებიან მეორეზე, უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება „ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №307/ნ ბრძანების შესაბამისად, რათა განისაზღვროს მათი ვარგისობა პროფესიის მიხედვით მოვალეობების შესასრულებლად.
2. მანქანებისა და დანადგარების დამოუკიდებლად მომსახურებაზე დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სწავლება სპეციალური პროგრამით და მიიღეს შესაბამისი მოწმობა.
3. ახლად მიღებულმა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილმა მუშებმა სამუშაოზე დაშვების წინ უნდა მიიღონ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით. ინსტრუქტაჟს ატარებს უსაფრთხოების ტექნიკაზე პასუხისმგებელი პირი და ამას აფიქსირებს სპეციალურ ბარათში ან ჟურნალში.
4. მუშებმა უნდა მიიღონ ინსტრუქტაჟი და გაიარონ სწავლება პირველი დახმარების აღმოჩენაში უბედური შემთხვევების, პროფესიული მოწამვლისა და ელექტროდენით დაშავების დროს.
5. მუშებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ საამქროებსა და განყოფილებებში, სადაც არის მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი შხამიან ნივთიერებებთან მოპყრობის წესებში.
6. ელექტროდანადგარების მომსახურებასა და რემონტზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.
7. უსაფრთხოების ტექნიკაში განმეორებითი ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც, საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული რვასაათიანი პროგრამით.
8. ახალი ტექნოლოგიური პროცესებისა და შრომის მეთოდების დანერგვისას, აგრეთვე, მოთხოვნათა შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მუშებმა უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი ფაბრიკის ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში დადგენილი მოცულობით.
9. მუშებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთი სამუშაოებით, სადაც შრომის ორგანიზაცია ითვალისწინებს საწარმოო პროფესიების შეთავსებას, უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი სამუშაოთა ყველა სახეობაში, რომელიც გათვალისწინებულია შრომის ორგანიზაციით.
10. მუშები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჩაჩქანით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.
11. ხელმძღვანელობამ მუშებს ხელწერილით უნდა დაურიგოს უსაფრთხო მეთოდებით მუშაობის ინსტრუქციები მათი პროფესიების მიხედვი