1. მანქანებისა და დანადგარების დამოუკიდებლად მომსახურებაზე დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სწავლება უსაფრთხოების საკითხებში საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით.
2. ახლად მიღებულმა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილმა მუშებმა სამუშაოზე დაშვების წინ უნდა მიიღონ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით. ინსტრუქტაჟს ატარებს უსაფრთხოების ტექნიკაზე პასუხისმგებელი პირი და ამას აფიქსირებს სპეციალურ ბარათში ან ჟურნალში.
3. მუშებმა უნდა მიიღონ ინსტრუქტაჟი და გაიარონ სწავლება პირველადი დახმარების აღმოჩენაში უბედური შემთხვევების, პროფესიული მოწამვლისა და ელექტროდენით დაშავების დროს.
4. მუშებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ საამქროებსა და განყოფილებებში, სადაც არის მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი შხამიან ნივთიერებებთან მოპყრობის წესებში.
5. ელექტროდანადგარების მომსახურებასა და რემონტზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.
6. უსაფრთხოების ტექნიკაში განმეორებითი ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით.
7. ახალი ტექნოლოგიური პროცესებისა და შრომის მეთოდების დანერგვისას, აგრეთვე, მოთხოვნათა შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მუშებმა უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში დადგენილი მოცულობით.
9. მუშებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთი სამუშაოებით, სადაც შრომის ორგანიზაცია ითვალისწინებს საწარმოო პროფესიების შეთავსებას, უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი სამუშაოთა ყველა სახეობაში, რომელიც გათვალისწინებულია შრომის ორგანიზაციით.
9. მუშები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჩაჩქნით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.
10. ხელმძღვანელობამ მუშებს ხელწერილით უნდა დაურიგოს უსაფრთხო მეთოდებით მუშაობის ინსტრუქციები მათი პროფესიების მიხედვით
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 4. მუშები
თავი II — პერსონალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები
- მუხლი 6. საწარმო, საამქრო
- მუხლი 7. საჭდეო სისტემა
- მუხლი 8. სამუშაო უბნები მოწყობილობასთან
- მუხლი 10. სამსხმელოჭურჭლიანი ურიკები
- მუხლი 11. საკაზმე მასალების გადმოტვირთვა და შენახვა
- მუხლი 12. საკაზმე მასალების შიგასაამქრო ტრანსპორტირება
- მუხლი 13. საკაზმე მასალების მომზადება
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები ელექტროთერმული წარმოების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 4, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-4/