1. სასკიპე ორმოების მომსახურებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაო მოედნები სკიპსა და ორმოს გვერდით კედელს შორის სულ მცირე 0,8 მ სიგანით და სკიპის უკანა კედელსა და ორმოს კედელს შორის სულ მცირე 2 მ სიგანით. სკიპსა და ორმოს იატაკს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 0,5 მ. მოქმედ საამქროებში, სადაც ამ ზომების დაცვა შეუძლებელია, გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას სასკიპე ორმოებში სამუშაოების შესრულებისას.

2. სასკიპე ორმოს იატაკს უნდა ჰქონდეს ქანობი წყლის დასაწრეტად და მოწყობილობა ამ წყლის მოსაცილებლად.

3. სასკიპე ორმო აღჭურვილი უნდა იყოს მთავარი ამძრავის საავარიო ამომრთველით. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XIX თავის 58-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

4. საკაზმე მასალების ტრანპორტირებისას დაფანტული მასალების აწმენდა უნდა აწარმოოს სულ ცოტა ორმა მუშამ სასკიპე ამწის გამორთვის შემდეგ. სასკიპე ამწის გამორთვა უნდა განხორციელდეს გასაღების (საჭდეს) გამოყენებით.

5. დახრილი სასკიპე ამწის ხიდი ქვემოდან და გვერდებიდან ხიდის მთელ სიმაღლეზე უნდა იყოს შემოღობილი მთლიანი საფარით, რამაც უნდა გამორიცხოს ნატეხი მასალების ჩამოცვენის შესაძლებლობა.

6. მშენებარე და სარეკონსტრუქციო საწარმოებში სკიპები დაკიდებული უნდა იყოს ორ ბაგირზე, რომელთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს სიმტკიცის ექვსჯერადი მარაგი.

7. სასკიპე ამწის დახრილ ხიდზე დაყენებული უნდა იყოს საჩერებელი მოწყობილობა სკიპის შესაკავებლად სარემონტო სამუშაოების დროს. მშენებარე ამწეზე სკიპების დასათვალიერებლად დახრილ ხიდზე გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური მოაჯირებიანი ბაქანი.

8. ამწის ჯალამბრები აღჭურვილი უნდა იყოს ბაგირების მოშვებულობის ამომრთველებითა და სკიპის უკიდურესი ზედა მდგომარეობის მაჩვენებლებით. ფოლადის ბაგირების შემოწმება უნდა წარმოებდეს 10 დღეში ერთხელ ამწის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. დათვალიერების შედეგები იწერება სპეციალურ ჟურნალში მოქმედ ნორმებთან შედარების მიზნით.

9. ბაგირების ან სკიპების შეცვლისას სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა იქნეს საჩერებელი ან სხვა მოწყობილობა.

10. აკრძალულია სასკიპე ამწის დახრილ ხიდზე და სასკიპე ორმოში იმ პირთა ყოფნა, რომლებიც არ ასრულებენ სარემონტო სამუშაოებს.

11. სასკიპე ამწის მუშაობის დროს ხალხის ყოფნა დახრილ ხიდზე, სასკიპე ორმოში, მიმღებ ბუნკერსა და დახრილი ხიდის ზედა ნაწილს შორის აკრძალული