1. ელექტროღუმლის აბაზანის ბრუნვის მექანიზმი ავტომატურად უნდა გამოირთოს ღუმლის გამორთვისას.

2. ბრუნვის მექანიზმი აუცილებელია გამოირთოს რომელიმე ელექტროდის ერთჯერადი გადაშვების დროს, აგრეთვე, ღუმლის გახურებისას მისი გაჩერების შემდეგ.

3. ბრუნვის მექანიზმის ჩართვა ღუმლის გაჩერების შემდეგ უნდა ხდებოდეს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.

4. ღუმლის თანაორმო, სადაც განლაგებულია აბაზანის ბრუნვის მექანიზმი, დაცული უნდა იყოს მასში თხევადი ლითონისა და წიდის მოხვედრისაგან.

5. ელექტროღუმლის დახრის მექანიზმს ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს დახრის შემზღუდველი. აკრძალულია ღუმლის დახრა შემზღუდველების უწესივრობის შემთხვევაში.

6. ელექტროღუმლის სიმძიმის ცენტრი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დახრის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ღუმელი დაუბრუნდეს ვერტიკალურ მდგომარეობას.

7. ღუმლის დახრის მექანიზმის ჰიდრავლიკური ამძრავის გამოყენებისას გამორიცხული უნდა იყოს ჰიდრავლიკურ მოწყობილობაზე გამდნარი ლითონისა და წიდის მოხვედრის შესაძლებლობა.

8. ღუმლის დახრის ამძრავის მართვის ადგილი განლაგებული უნდა იყოს ლითონისა და წიდის ჩამოსხმის მხრიდა