1. კონტაქტური ყბები იზოლირებული უნდა იყოს ელექტროდის დამჭერის არადენგამტარი ნაწილებისაგან.

2. ელექტროდის დამჭერის რგოლი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა ორი ნახევარრგოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს არამაგნიტური მასალებისაგან (ბრინჯაო და სხვ.) დამზადებული მილისით.

3. თვითშეცხობადი ელექტროდის გარსაცმის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროდის მასის საიმედო დაჭერას და ელექტროდების ნორმალურ გადაშვებას.

4. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფ საამქროებში ელექტროდების გარსაცმის სექციების დაყენება მათი წაზრდისას, ასევე, ელექტროდის მასის ჩატვირთვა, უნდა იყოს მექანიზებული.

5. ღუმლები აღჭურვილი უნდა იყოს ელექტროდების ფიქსაციის მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მათ მუდმივ ვერტიკალურ მდგომარეობას.

6. ელექტროდების გადაადგილების მექანიზმი იზოლირებული უნდა იყოს ელექტროღუმლების დენგამტარი ნაწილებისაგან და ჰქონდეს ამომრთველები, რომლებიც ზღუდავენ ელექტროდების ქვედა და ზედა მდგომარეობას.

7. ელექტროდების გადაადგილების მექანიზმი უნდა იყოს თვითდამუხრუჭებადი ან ჰქონდეს სპეციალური სამუხრუჭე მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს ელექტროდის დამჭერის თვითნებურ გადადგილებას, როცა ამძრავი გამორთულია.

8. ელექტროდების გადაადგილების მექანიზმის ჰიდრავლიკური ამძრავიდან ზეთის ჟონვა დაუშვებელია.

9. ყველა მშენებარე ღუმელი უნდა იყოს აღჭურვილი დისტანციური ან ავტომატური მართვის მქონე ელექტროდების გადაშვების მექანიზმით. ყველა ელექტროღუმელზე ელექტროდების გადაშვება უნდა იყოს მექანიზებული. ელექტროდების გადამშვები მექანიზმის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროდის საიმედო დაჭერას და გამორიცხავდეს მის გასრიალებას.

10. მოედნებზე, სადაც წარმოებს გარსაცმის დადუღების, ელექტროდებში ელექტროდის მასის ჩატვირთვის და ელექტროდების გადასაშვები მექანიზმების მომსახურების სამუშაოები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოება.

11. მომუშავეთა ხაზური ძაბვის ქვეშ მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ჩართულ ღუმელზე გარსაცმების წამატებისა და ელექტროდის მასის ჩატვირთვის დროს ელექტროდებს შორის დაყენებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მ სიმაღლის მაიზოლირებელი ტიხრები. ელექტროდების მომსახურების ბაქანს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 4 სმ სისქის ფიცარნაგი და 1 მ სიმაღლის მოაჯირი.

12. მადანაღმდგენი ფეროშენადნობთა ღუმლის თვითშეცხობადი ელექტროდების წაგრძელების და გადაშვების სამუშაოები, სამუხრუჭო ლენტის შედუღება და ელექტროდის მასის ჩატვირთვა დასაშვებია ძაბვის მოუხსნელად. ამ შემთხვევაში სამუშაოები უნდა აწარმოოს სპეციალურად მომზადებულმა პერსონალმა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად.

13. ელექტროღუმლიდან მადოზირებელ მოედანზე აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ელექტროღუმლების ელექტროდების მანტელებთან უნდა მოეწყოს საჰაერო შემჭიდროება ან გაკეთდეს სხვა მოწყობილობა. დახურული ღუმლების ჩამტვირთავი მილები მუდმივად უნდა იყოს შევსებული კაზმით ან აღჭურვილი იყოს წამკვეთი მოწყობილობი