1. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფ ლითონთერმულ საამქროებში საკაზმე მასალების დოზირებისა და მათი ალუმინის ფხვნილსა და გვარჯილასთან შერევისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე სათავსი. ამასთან, აუცილებელია
„წესების“ XXVII თავის 89-ე მუხლის მოთხოვნების დაცვა.
2. ლითონთერმულ საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური მოედნები ან სათავსები ლითონის სხმულებისა და წიდის გასაცივებლად. ამასთან, აუცილებელია
„წესების“ XXVII თავის 89-ე მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტების მოთხოვნების დაცვა.
3. ლითონთერმულ საამქროებში კონცენტრატების გადატანა, განფუთვა და გამოსაწვავ ღუმლებში ჩატვირთვა, ღუმლებში მათი არევა, გამომწვარი კონცენტრატის გამოტანა, ბუნკერებთან მიტანა და ჩაცლა უნდა იყოს მექანიზებული.
4. ლითონთერმული საამქროები აღჭურვილი უნდა იყოს დახურული სადნობი კამერებით. დნობის წარმოება ღია მოედნებზე აკრძალულია.
5. ელექტროღუმლების დანადგარებში ლითონთერმული დნობის წარმოებაზე ვრცელდება
„წესების“ ის მოთხოვნებიც, რომლებიც წაეყენება ელექტროთერმულ წარმოებას (თავი V