1. კონვერტერი აღჭურვილი უნდა იყოს მისი მომსახურებისთვის მოხერხებული ბაქნებით, აგრეთვე, სპეციალური ბაქნებით ქშინების მომსახურებისათვის. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 82-ე მუხლის მოთხოვნები.
2. კონვერტერის მართვის პულტი მოთავსებული უნდა იყოს ცალკე სათავსში. ამასთან, აუცილებელია
„წესების“ XX თავის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების დაცვა.
3. კონვერტერის მართვის პულტს და ჟანგბადის მანაწილებელი მოწყობილობის სათავსს უნდა ჰქონდეს საავარიო განათება.
4. კონვერტერის მართვის პულტზე უნდა იყოს ხელსაწყოები, რომლებიც აჩვენებს და არეგისტრირებს ჟანგბადისა და წყლის ხარჯს და წნევას.
5. ლითონის ჩასხმა კონვერტერში და მისი ექსპლუატაცია აკრძალულია:
ა) კონვერტერის ამონაგის დასაშვებზე მეტად გაცვეთისას არმატურის შრის გამოჩენამდე;
ბ) ხახის ამონაგზე ნაღვენთის არსებობისას;
გ) დახრის მექანიზმების უწესივრობისას;
დ) აირების დამჭერი და გამწმენდი სისტემების უწესივრობისას;
ე) ჟანგბადსადენების, არმატურისა და ჟანგბადის წნევისა და ხარჯის მაჩვენებელი ხელსაწყოების უწესივრობისას.
6. ჟანგბადსადენების, მილტუჩა შეერთებების და მათი არმატურის მოჭიმვა წნევის ქვეშ აკრძალული