1. შერევის კვანძის ბაქნიანი სასწორი უნდა იყოს ცეცხლგამძლე მასალით ამოგებული და სასწორის მექანიზმში ნადნობის შხეფების მოხვედრისაგან დაცული. შერევის კვანძის სასწორი ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფდეს ნადნობიანი ციცხვის მდგრად მდგომარეობას. ამასთან, დაცული უნდა იყოს „წესების“ XIX თავის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის, XX თავის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის, XXVI თავის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
2. შერევის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს მექანიზებული მოწყობილობით დნობის პროცესში მყარი კაზმისა და ლითონური ნარჩენების ციცხვში ჩასატვირთად. ლითონის ნარჩენების კაზმი არ უნდა შეიცავდეს ტენს. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, XXVI თავის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებ