1. მადანფლუსური ნადნობის წარმოებაზე ვრცელდება
„წესების“ მოთხოვნები ელექტროთერმული წარმოების მიმართ (თავი V).
2. ნადნობთა შერევის ყველა ოპერაცია უნდა იყოს მექანიზებული.
3. მშენებარე საამქროებში თხევადი ლითონაღმდგენის ნადნობში ჩასხმა (ფეროსილიციუმი, ფეროსილიკოქრომი და სხვ.) უნდა წარმოებდეს გადამყირავებლის საშუალებით. ლითონაღმდგენის ჩასხმა დასაშვებია ხიდური ამწით, რომლის კაბინა დაცული უნდა იყოს ლითონის შხეფებისა და თბური გადამეტხურებისაგან.
4. ციცხვები მათში ნადნობების შერევისთვის უნდა შეესაბამებოდეს «წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
5. ნადნობისათვის განკუთვნილი ციცხვების ამონაგის მდგომარეობაზე უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი კონტროლი.
6. შერევის პროცესის ნორმალური მიმდინარეობიდან გადახრის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პასუხისმგებელი ტექნიკური მუშაკის ყოფნა სათანადო ზომების მისაღება