1. გოგირდმჟავას ხსნარების მომზადებისას ჯერ უნდა ჩაისხას წყალი, შემდეგ – მჟავა. მჟავების ნარევის მომზადებისას გოგირდმჟავა უნდა ჩაისხას ბოლოს.
2. ელექტროლიზურ აბაზანებსა და აპარატებში დამატებით წყლის მიწოდება უნდა ვაწარმოოთ მცირე ჭავლით სახურავში არსებული სპეციალური შტუცერის საშუალებით ან ხსნარის «სარკის“ ქვეშ.
3. კაუსტიკით, ქრომის ანჰიდრიდით და სხვა ნივთიერებით შევსებული ლითონური ტარის გახსნა უნდა მოხდეს სპეციალური სამარჯვით ან სპეციალურ სტენდზე, იზოლირებულ კამერაში. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
4. ტრიფოსფატის, კაუსტიკური და კალცინირებული სოდის ღია წესით მსხვრევა აკრძალულია.
5. ყველა საიზოლაციო შუასადებზე სერიებში დაწესებული უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობა.
6. ელექტრული წრედის გაწყვეტის გამო ელექტრული რკალის წარმოქმნისას აკრძალულია ელექტროლიზის აბაზანებთან მისვლა ძაბვის მოხსნამდე.
ვაკუუმთერმული წარმოე