1. აკრძალულია ციცხვების წამატება მათი მოცულობის გაზრდის მიზნით. თხევადი წიდა და ლითონი ციცხვებში და სხვა ჭურჭელში ისე უნდა ჩაისხას, რომ ბოლომდე არ გაივსოს და დარჩეს ადგილი სულ ცოტა 100 მმ მაინც.
2. ჩამოსხმული ან ნაჭედი ციცხვების პოჭოჭიკები უნდა იყოს ნაჭედი და ჰქონდეს მდგრადობის სულ მცირე რვაჯერადი სიმტკიცის მარაგი. ციცხვების პოჭოჭიკების ცვეთა არ უნდა აღემატებოდეს მათი პირველადი ზომების 10%-ს. ციცხვების პოჭოჭიკების მდგომარეობაზე უნდა იყოს დაწესებული ზედამხედველობა არამრღვევი მეთოდით. შემოწმების შედეგები უნდა გაფორმდეს აქტით.
3. ამონაგიანი ციცხვები ჩასასხმელად შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოწმებით დადგინდება ჩამოსასხმელი ტუჩის, ამონაგისა და გაწყობის წესივრულობა. გარდა ამისა, ციცხვი ურიკაში მჭიდროდ უნდა იყოს ჩადგმული.
4. ლითონითა და წიდით გავსებული ციცხვების სიმძიმის ცენტრი უნდა იყოს პოჭოჭიკების საყრდენ წერტილებს ქვემოთ სულ მცირე 200 მმ მანძილზე.
5. ლითონის ჩამოსხმის შემდეგ ციცხვების წმენდა უნდა იყოს მექანიზებული. ციცხვის წმენდის დროს თბური გამოსხივებისაგან დასაცავად გამოყენებულ უნდა იქნეს ეკრანები.
ფეროშენადნობთა ჩამოსხ