1. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფ საამქროებში ლითონის ჩამოსხმა, გატანა და გასაცივებელ განყოფილებაში მიტანა მთლიანად უნდა იყოს მექანიზებული.

2. აკრძალულია ციცხვში წიდის შესქელება ნაგვით ან სველი გასაწყობი მასალებით. წიდის შესასქელებლად ლითონის ჩამოსხმის ადგილზე ან ქურასთან უნდა იყოს აუცილებელი მშრალი მასალები.

3. თხევადი ლითონით სავსე ციცხვის ამწით ტრანსპორტირების წინ აუცილებელია ციცხვი აწეულ იქნეს არა უმეტეს 0,1 მ-ზე, რათა მემანქანე დარწმუნდეს ამწის სამუხრუჭე მექანიზმის მოქმედების საიმედოობასა და ციცხვის ჩაბმის სისწორეში. ტრანსპორტირებისას ლითონით ან წიდით სავსე ციცხვი უნდა იყოს შემხვედრ საგნებზე მაღლა სულ ცოტა 0,5 მ-ით აწეული.

4. ჩამოსხმის დაწყების წინ საჭიროა დამუშავდეს წიდის ქერქი ციცხვში. თუ წარმოქმნილი ქერქის გამო ლითონი არ ისხმება, ჩამოსხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ციცხვი გაიგზავნოს ტუჩის დასამუშავებლად. დამუშავება უნდა მოხდეს ციცხვის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას.

5. ლითონის ჩამოსხმის დროს ჩამოსხმის ზონაში სხვა სამუშაოების ჩატარება ან იმ ადამიანების ყოფნა, რომელთაც კავშირი არა აქვთ ჩამოსხმასთან, აკრძალულია.

6. რაფინირებული ფეროქრომის ზოდების დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ ბაქნებზე და მაღალბორტიან ხოკერებში ან სპეციალურ საფარში დადგმულ ჩვეულებრივ ხოკერებში. მზა პროდუქციის საწყობში ზოდების გადაცემა უნდა ხდებოდეს მათი სრული გაცივების შემდეგ.

7. აკრძალულია ზოდების, ხირიანი ციცხვების და ბოყვების გაცივება საგრანულაციო ავზებში.

8. აკრძალულია წიდის გარნისაჟის გადმოყრა ციცხვში, რომელშიც თხევადი წიდა ან ლითონია.

9. წიდის ქვეშ ლითონის ჩასხმისას ბოყვები წიდის დაშლის დაწყებამდე გატანილი უნდა იქნეს სამსხმელო მალიდან წიდის სეპარაციის საამქროში ან საცივებელ მალშ