1. აკრძალულია იმ ფეროშენადნობთა გრანულაცია, რომლებიც აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალთან წყალბადის გამოყოფით. ნუსხა ფეროშენადნობებისა, რომელთა გრანულაცია დასაშვებია, განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

2. ფეროშენადნობების გრანულაციისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური წყალი უნდა იწმინდებოდეს მექანიკური მინარევებისაგან ფრქვევანების დაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად.

3. ჩამდინარე წყლების გრანულებისაგან გასაწმენდად საგრანულაციო ავზთან მოწყობილი უნდა იყოს სალექარი.

4. მშენებარე და რეკონსტრუირებად საამქროებში საგრანულაციო ავზები მაქსიმალურად უნდა იყოს შეფარული და აღჭურვილი გამწოვი ვენტილაციით გრანულაციის დროს წარმოქმნილი ორთქლისა და აირების სრულად მოსაცილებლად. შენობის სახურავის ქვეშ არ უნდა იყოს გრანულაციის დროს გამოყოფილი აირების დაგროვების ზონები.

5. საგრანულაციო ავზების ლითონისაგან გაწმენდა უნდა იყოს მექანიზებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXIV თავის 75-ე მუხლის მოთხოვნებ