1. ბურთულებიან და ღეროებიან წისქვილებში ფეროშენადნობთა დაწვრილმანების კვანძები აღჭურვილი უნდა იყოს დამსხვრეული ფეროშენადნობების ჩატვირთვის მექანიზებული სისტემით. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, XXVI თავის 86-ე მუხლის, XXVII თავის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

2. კალციუმის კარბიდის დაფქვისას გამოყენებული უნდა იქნეს აირანალიზატორები აცეტილენის შემცველობის განსაზღვრისათვის.

3. წისქვილის მუშაობის დროს საფქვავ სათავსში დახურული უნდა იყოს ყველა კარი. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 64-ე მუხლის მოთხოვნები.

4. ფხვნილების გადაზიდვა უნდა წარმოებდეს დახურული თვითგანტვირთვადი კონტეინერებით. კონტეინერების და იმ ბაქნების კონსტრუქცია, რომლებიც განკუთვნილია მათ დასადგმელად საწყობში მოთავსება-დაცლისას, უნდა გამორიცხავდეს ნაპერწკლის წარმოქმნის შესაძლებლობას.

5. სათავსები და მოწყობილობა, რომლებშიც ინახება ან გამოიყენება წყალთან ურთიერთმოქმედი აქტიური ფეროშენადნობები, სუფთავდება მშრალი მეთოდით.

6. აკრძალულია საფქვავ სათავსში მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXIV თავის 76-ე მუხლის მოთხოვნები.

თავი XVI

ფეროშენადნობთა გასუფთავება, შეფუთვა, საწყობში მოთავსება და ვაგონებში ჩატვირთ