1. ციცხვიდან საგრანულაციო ავზში ლითონის გადაშვება უნდა ხდებოდეს საიმედოდ დამაგრებული მიმღების გავლით.
2. ღარის ტუჩი დაყენებული უნდა იყოს ფრქვევანიდან გამოსული წყლის ნაკადის ცენტრში. შენადნობის გრანულაცია ღარის დარღვეული ამონაგის დროს აკრძალულია. ლითონის ჭავლის ღარიდან დაცემის სიმაღლე ჰიდრომონიტორის ზედა ჭავლამდე არ უნდა აღემატებოდეს 300 მმ-ს.
3. ლითონის გრანულაციის წინ გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს გადამყირავებელი მოწყობილობის, სამსხმელო ღარისა და ფრქვევანას წესივრულობა. მიმღები გაწყობილი უნდა იყოს მშრალი მასალით – ქვიშით, გრანულირებული ლითონით.
4. ლითონის გრანულაციის დროს პერსონალის ყოფნა 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზე აკრძალულია.
5. წყლის წნევის დასაშვებზე მეტად შემცირებისას ან მიწოდების შეწყვეტისას ლითონის გრანულაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო გადასამუშავებელი ფეროქრომის შენადნობი უნდა ჩაისხას გვერდით მდგომ ჭურჭელში.
ფეროშენადნობთა წარმოების პროდუქტების მსხვრევადაწვრილმანე