1. სამსხმელო ჭურჭლის მდგომარეობის ზედამხედველობა, დათვალიერების წესი და წუნდების ნორმები გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციით. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXV თავის მოთხოვნები.

2. ციცხვები, საწიდეები, ბოყვები და სხვა ჭურჭელი წიდისა და ლითონის მისაღებად უნდა იყოს კარგად გამშრალი წყლის ორთქლის სრულ მოცილებამდე. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVI თავის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

3. სამსხმელო მალში უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობა მოსახსნელი ტრავერსების დასადებად და იმ ციცხვების დასაყენებელი სტენდები, რომელთა კონსტრუქცია ვერ უზრუნველყოფს მათ უშუალოდ იატაკზე დადგმა