1. ციცხვში ნადნობისა და აღმდგენის შერევის დაწყების წინ უნდა გაიხვრიტოს მის ზედაპირზე წარმოქმნილი ქერქი. წიდის ქერქის ხელით გახვრეტა დაუშვებელია.
2. ნადნობის აქაფების შემთხვევაში აღმდგენის ჩასხმა და ნადნობში მყარი კაზმის ჩატვირთვა უნდა შეწყდეს ჩასხმის სიჩქარის შემდგომი შემცირებით.
3. აღმდგენის ჩასხმის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს დაყოვნება ნადნობიდან აირების გამოყოფის შეწყვეტამდე.
4. დნობის მიმდინარეობის დროს აკრძალულია შერევის კვანძის რაიონში ადამიანის ყოფნა.
5. ნადნობების შერევისას ციცხვში ჩატვირთვის წინ მყარი კაზმი, ლითონისა და ნადნობის გადასადნობი ნარჩენები უნდა იყოს გავარვარებული და არ ჰქონდეს ზეთის მინარევი.
6. თხევადაღმდგენიანი ციცხვის გარსაცმის გაწითლებისას დნობა აკრძალულია.
ჰიდრომეტალურგიული და ელექტროჰიდრომეტალურგიული წარმოე