1. ლითონთერმული დნობის დროს კამერის კარი მჭიდროდ უნდა იყოს დახურული. კამერის საჭვრეტი ფანჯრები დახურული უნდა იყოს დამცავი ლითონის ბადით ან მხურვალმედეგი მინით. სადნობი კამერის იატაკი უნდა იყოს მშრალი. კამერაში არ უნდა იყოს კაზმი ან სხვა მასალები. ამასთან, აუცილებელია «წესების“ XXVI თავის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვა.
2. დნობის წინ გულდასმით უნდა გაისინჯოს სადნობი შახტის, ციცხვების, ბოყვებისა და ვაგონეტების წესივრულობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. შახტებისა და ბოყვების სექციებს არ უნდა ჰქონდეს ბზარები და საიმედოდ უნდა იყოს გამაგრებული.
3. სადნობი შახტების, ციცხვებისა და ბოყვების ამოგება და გაწყობა უნდა წარმოებდეს მშრალი ცეცხლგამძლე მასალებით. ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ამონაგი უნდა გაშრეს.
4. საფალიე ნარევის მასა და მისი შედგენილობა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ ტექნოლოგიურ ინსტრუქციას.
5. მომზადებული საფალიე ნარევი უნდა ინახებოდეს ცალკე, დახურულ სათავსში, არანაპერწკალწარმომქმნელ ყუთებში, რომლებშიც გამორიცხული უნდა იყოს ტენის შეღწევა. საფალიე ნარევის მომზადება და შერევა უნდა წარმოებდეს არანაპერწკალწარმომქმნელ ლითონის ტარაში, არანაპერწკალწარმომქმნელი ლითონის ან ხის ინსტრუმენტების გამოყენებით. მომზადებული საფალიე ნარევის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ცვლის მოთხოვნილებას. საფალიე ნარევის გადატანა დასაშვებია მხოლოდ არანაპერწკალწარმომქმნელი ლითონის დახურული ტარით ან მკვრივი ქაღალდის პაკეტებით.
6. დნობის მიმდინარეობის დროს კაზმის ჩატვირთვამ არ უნდა დაარღვიოს აირების თავისუფალი გამოსვლა. კაზმის ჩატვირთვის სიჩქარე გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციით.
7. საწარმოს ინსტრუქციით გათვალისწინებულ დნობის ტექნოლოგიურ პროცესში რაიმე ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვით.
8. დნობის პროცესში წევის დარღვევის შემთხვევაში და სამუშაო ზონაში აირების იმ რაოდენობით გავრცელებისას, როცა კონცენტრაცია დასაშვებ სანიტარულ ნორმებს აღემატება, შემდგომი დნობის ჩატარება იკრძალება წევის დარღვევის მიზეზების აღმოფხვრამდე.
9. საამქროს დაგაზიანებისა და კაზმიდან თხევადი წიდის ამოფრქვევის თავიდან ასაცილებლად ციცხვისა და ბოყვის გამოგორება სადნობი კამერიდან უნდა წარმოებდეს მხოლოდ წიდიდან და ლითონიდან აირების გამოყოფის შეწყვეტის შემდეგ.
10. სადნობი კამერიდან ნადნობიანი კაზმის გამოგორების, მისი ჩამოსხმის და გაცივების ადგილებამდე ტრასპორტირების დროს ციცხვთან 10 მ-ზე ახლოს ადამიანების ყოფნა აკრძალულია.
11. წყალი ლითონის გაცივებისათვის უნდა მიეწოდოს ზემოდან გამშხეფი ფრქვევანების საშუალებით. აბაზანის ფსკერზე მოწყობილი უნდა იყოს გისოსი ან უნდა დაეწყოს ძელები, რომლებზეც იდგმება ლითონის ბლოკი. აუცილებელია წიდის და ნაგვის თავის დროზე გატანა. დაუშვებელია მათი გისოსების ქვეშ დაგროვება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ჩამოდინება. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
12. აბაზანაში ლითონის გასაცივებლად ჩადგმის წინ აბაზანიდან წყალი მთლიანად უნდა იყოს მოცილებული.
კონვერტერული წარმოე