1. ინდუქციური ღუმლის კარკასი უნდა იყოს იზოლირებული ინდუქტორის ხვიებისაგან. აუცილებელია «წესების“ XXI თავის 65-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინება.

2. ღუმლის დახრის მექანიზმი დაცული უნდა იყოს ლითონისა და წიდის შხეფებისაგან.

3. ღუმლის დახრის ელექტროამძრავიანი მექანიზმი აღჭურვილი უნდა იყოს დახრის შემზღუდველებით და მუხრუჭით, რომელიც უზრუნველყოფს ღუმლის დახრისას მის გაჩერებას ნებისმიერ მდგომარეობაში, მათ შორის, ელექტროენერგიით კვების შეწყვეტის შემთხვევაშიც.

4. ღუმლის ქვეშ განლაგებული მოწყობილობის დათვალიერება და რემონტი აწეულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროღუმლის დროს დასაშვებია მხოლოდ მისი მტკიცე და მყარი საბჯენებით დამატებითი გამაგრების პირობებში.

5. ინდუქტორის მილები გამოცდილი უნდა იყოს სიმტკიცესა და სიმჭიდროვეზე ჰიდრავლიკური დაწნეხით, რომლის სიდიდე სულ ცოტა 1,5-ჯერ უნდა აღემატებოდეს მაცივებელი წყლის მუშა წნევას.

6. ღუმლის გამდნარ აბაზანაში ცივი კაზმისა და დანამატების მიწოდება დაუშვებელია.

7. ინდუქტორზე მაცივებელი წყლის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ღუმლიდან გამოშვებული უნდა იქნეს ლითონი. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XIX თავის 58-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.

8. ინდუქციური ღუმლების მომსახურებისათვის გამოყენებულ ინსტრუმენტებს უნდა ჰქონდეს ელექტროიზოლირებული სახელურები.

9. ინდუქციური ღუმლის სამუშაო მოედნის იატაკი ღუმლის ახლოს უნდა იყოს დაფარული ელექტრომაიზოლირებელი ფენილით. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXI თავის 65-ე მუხლის მე-9 პუნქტის და XXVI თავის მე-80 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

თავი VII

ლითონთერმული წარმოე