1. კაზმის ჩატვირთვა ღუმელში მთლიანად უნდა იყოს მექანიზებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVI თავის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

2. დახურული ღუმლის კაზმის ჩამტვირთავი მილები საიმედოდ უნდა იყოს ელექტრულად იზოლირებული ღუმლის ჩამიწებული ლითონკონსტრუქციებისგან.

3. კაზმის ჩამტვირთავი მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო სამუხრუჭო მოწყობილობით. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, XXI თავის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტის, XXVI თავის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. კაზმის ჩამტვირთავი მანქანის ლიანდაგი უნდა იყოს მკაცრად ჰორიზონტალური.

4. ჩამტვირთავი მანქანის მემანქანის სამუშაო ადგილი უნდა იყოს დაცული თბოგამოსხივებისა და კაზმის შესაძლო ამოტყორცნისგა