1. საშრობი და საგამოწვო ღუმლების ფანჯრები აღჭურვილი უნდა იყოს კარებით (საფარებით), რომლებიც საქარხნო ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს. ამოტყორცნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კარის გაღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ღუმელში გაუხშოებაა.
2. საგამოწვო ღუმლის ამონაგის რღვევა, რომელსაც თან ახლავს სათავსში აირების გამოყოფა, დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.
3. საკაზმე მასალების დოზირება, აწონა და მიწოდება საღუმლე ბუნკერებში (ჯიბეებში) მთლიანად უნდა იყოს მექანიზებული.
4. ვაგონეტებისა და მონორელსური ურიკების მოძრაობის მართვა შეიძლება იყოს ადგილობრივი, დისტანციური ან ავტომატური. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
5. საკაზმე მასალების მიმწოდებელი მგორავი კონვეიერის სამუშაო ზონის აწმენდა დასაშვებია მხოლოდ მისი გაჩერების შემდეგ. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
6. გამოსაწვავი ღუმლების რემონტისა და წმენდისას დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXIII თავის 71-ე მუხლის მოთხოვნები.
ელექტროთერმული წარმოე