1. სადნობ კორპუსში დადგმული საღუმლე ტრანსფორმატორები მოთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ სათავსებში. სპეციალური შესრულების ტრანსფორმატორის მოთავსება შესაძლებელია შენობის გარეთ ღია ესტაკადაზე.
2. ელექტროტექნიკურ სათავსებს შენობაში წყლისა და ზეთის მოხვედრისაგან დასაცავად უნდა ჰქონდეთ ჭერის გადახურვის და იატაკის ჰიდროიზოლაცია.
3. ფეროშენადნობთა ღუმლებზე ძაბვის საფეხურების გადართვა და საღუმლე ტრანსფორმატორების ამომრთველების მართვა უნდა იყოს დისტანციური და წარმოებდეს ღუმლების მართვის პულტიდან. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XIX თავის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
4. ავარიული გამორთვისათვის ღუმლების სამუშაო მოედანზე დაყენებული უნდა იყოს ავარიული გამორთვის ღილაკი. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, XXI თავის 65-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
5. ღუმლის ჩართვასა და გამორთვასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო უნდა წარმოებდეს საჭდეო სისტემის გამოყენებით. ამ სამუშაოების წარმოების წესი გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საჭდეო სისტემის გამოყენების ინსტრუქციი