1. თაღის შეერთება აირსატარებთან და ღუმლის აბაზანის გარსაცმთან, აგრეთვე, თაღის ცალკეული ნაწილების პირაპირები უნდა იყოს ჰერმეტული.
2. მადანაღმდგენი ღუმლის წყლის გაცივების სისტემით აღჭურვილი ლითონის თაღი უნდა იყოს დასაშლელი, შედგენილი ცალკეული სექციებისაგან. თაღის სექციები ელექტრულად უნდა იყოს იზოლირებული ერთმანეთისაგან, თაღის რგოლისა და კონსოლური კოჭებისაგან. თაღის კიდული კონსტრუქციის შემთხვევაში ის იზოლირებული უნდა იყოს შენობის ლითონკონსტრუქციებისაგან.
3. ჩამტვირთავი ძაბრები უნდა იყოს დასაშლელი ტიპის და თაღისგან იზოლირებული.
4. მილსადენები, რომლებითაც გამაცივებელი წყალი მიეწოდება თაღის სექციებს და ძაბრებს, უნდა იყოს შესრულებული ელექტროსამხოლოებელი წყვეტით.
5. თაღის გარე ზედაპირი უნდა იყოს ამოგებული არაელექტროგამტარი და არაწვადი მასალებით.
6. ელექტროღუმლის თაღი აღჭურვილი უნდა იყოს მცველი საფეთქებელი სარქვლებით. მათი ზო-მები, რაოდენობა და დაყენების ადგილი უნდა იყოს განსაზღვრული
„წესების“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტით.
7. მცველი საფეთქებელი სარქვლების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ამოქმედების უსაფრთხოებასა და საიმედოობას. ამასთან, დაცული უნდა იყოს XXI თავის 65-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები.
8. აირსარინი მილყელთა კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს თაღქვეშა სივრციდან აირსადენების ჰერმეტულად გადაკეტვის შესაძლებლობას მილყელის მოხსნის გარეშე.
9. დახრილ აირსატარსა და აირამღებ მილყელში დასაშვებია მუდმივად შეყვანილი საჩხრეკელების მოწყობა ან საიმედო შემჭიდროების მქონე ლიუკების მოწყობა საჩხრეკელების შესაყვანად ღუმლის გაუჩერებლად წმენდისას.
10. ღუმლის თაღში გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა ტემპერატურისა და წნევის გასაზომად და აირის სინჯის ასაღებად. ამ მოწყობილობის რაოდენობა და მათი განლაგების ადგილი განისაზღვრება
„წესების“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვი