1. მოედანი ღუმლის კრიჭის მომსახურებისათვის უნდა იყოს განლაგებული იმ სიმაღლეზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მომსახურების მოხერხებულობა.
2. მექურეების თბური გამოსხივებისაგან დასაცავად ქურასთან დაყენებული უნდა იყოს მაეკრანებელი მოწყობილობა.
3. კრიჭის გაწვა და მოჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ დიელექტრული მასალისაგან დამზადებული მშრალი სადგარიდან.
4. შუნტური ამომრთველების ამძრავები ღუმლებთან უნდა იყოს ელექტრულად საიმედოდ ჩამიწებული. ჩართვის ადგილზე უნდა იყოს იზოლირებული ქვესადგამი მექურისათვის. ქვესადგამი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა და მშრალი. მშენებარე ღუმლები უნდა იყოს აღჭურვილი დისტანციური მართვის მქონე კრიჭის გასაწვავი აპარატით.
5. კრიჭის გასაწვავი აპარატის კვების სადენის მოძრავი მოქნილი ნაწილი უნდა იყოს ელექტროიზოლირებული. კრიჭის გასაწვავი აპარატის ჩართვა დასაშვებია მხოლოდ კრიჭის გაწვის პროცესში. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და XXI თავის 65-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები.
6. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი მადანაღმდგენი უწყვეტი მოქმედების ღუმლები, რომელთა დანიშნულებაა ფეროშენადნობთა გამოდნობა წიდური და უწიდო პროცესებით, თუ ღუმლის სიმძლავრე 23 მეგვ.ა-ს აღემატება, უნდა იყოს აღჭურვილი კრიჭის გასახსნელი და დამკეტი მანქანებით.
7. სამუშაო მოედანი ქურასთან უნდა იყოს სუფთა, ჩაუხერგავი და აუცილებლად მშრალი ლითონის გამოშვების წინ.
8. კრიჭის გაწვისას და ღუმლიდან ლითონის გამოშვების დროს აკრძალულია ღუმლის ქურასთან იმ პირების ყოფნა, რომელთაც არა აქვთ კავშირი მის მომსახურებასთან.
9. ლითონის წნელები, რომლებიც კრიჭის მოსაჩხრეკად და გამოსაყვანად გამოიყენება, უნდა იყოს მშრალი.
10. ჟანგბადის შლანგი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული გაწვის მილთან სპეციალური სამარჯვით. მილები და შლანგები უნდა იყოს გაუცხიმოებული.
11. უსაფრთხოების მოთხოვნები ჟანგბადის გამოყენებით კრიჭის გაწვისას და ამ ოპერაციების თანამიმდევრობა გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.
12. კრიჭის გასაწვავად ბალონიდან ჟანგბადის მიწოდებას უნდა აწარმოებდნენ ჟანგბადის გამოყენებით სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურად მომზადებული პირები.
13. საამქროში დანიშნული უნდა იყოს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟანგბადის ბალონებისა და ჟანგბადსადენების სწორ ექსპლუატაციაზე.
14. სამსხმელოჭურჭლიანი ურიკების შეგორება ქურასთან და უკან გამოგორება უნდა იყოს მექანიზებული.
15. ლითონის გამოშვებამდე კრიჭის დასაკეტი მანქანა მთლიანად უნდა იქნეს შევსებული მასით და მოსინჯული. კრიჭის მასის შედგენილობა განსაზღვრული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციი