1. ელექტროღუმლის ჩართვისა და გამორთვის უსაფრთხოების მოთხოვნები მოცემული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ამასთან, აუცილებელია «წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინება.
2. დენური დატვირთვის მოუხსნელად ღუმლის გამორთვის უფლება მომსახურე პერსონალს აქვს იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა ავარიის საშიშროება (ელექტროდის მწყობრიდან გამოსვლა, შერთვა მოკლე ქსელში და სხვ.) ანდა თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
3. ლითონის ის ხელსაწყოები, რომლებიც ელექტროღუმლებზე სამუშაოდ გამოიყენება, უნდა იყოს ჩამიწებული ან სამუშაოები მუშის მიერ უნდა წარმოებდეს მაიზოლირებელ სადგამზე დგომით.
4. ელექტროდების ნატეხების მოცილება უნდა წარმოებდეს მაშინ, როცა ღუმელი გამორთულია.
5. ღუმლის საფრები უნდა იყოს დაკეტილი. საფრების გაღება დასაშვებია მხოლოდ საკერძის დამუშავებისას და ღუმლის გაწყობისას. საკერძის მდგომარეობაზე დაკვირვებისათვის ღუმლის საფარს უნდა ჰქონდეს სპეციალური ფანჯარა.
6. ღუმელში გამდნარ ზედაპირზე სველი საკაზმე მასალების ჩატვირთვა აკრძალულია. სინჯის ასაღები და საკერძის დასამუშავებელი ინსტრუმენტი უნდა იყოს მშრალი და გამთბარი.
7. წყალბადის ზღვრული მნიშვნელობა დახურული მადანაღმდგენი ღუმლების საკერძე აირებში განისაზღვრება
„წესების“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გამოსადნობი შენადნობიდან გამომდინარე. საკერძე აირებში წყალბადის შემცველობის ზღვრული დასაშვები მნიშვნელობის მიღწევისას ღუმელი უნდა გამოირთოს.
8. დახურული მადანაღმდგენი ღუმლების საკერძე აირებში ჟანგბადის შემცველობის 1 %-ზე გადაჭარბებისას მოცულობის მიხედვით ჭარბი წნევა კამერის ქვეშ უნდა იყოს სულ ცოტა 2-3 მმ წყ. სვ. ჟანგბადის შემცველობის 2 %-მდე გაზრდისას ღუმელი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რამაც გამოიწვია ჟანგბადის შემცველობის გაზრდა.
9. დახურული მადანაღმდგენი ღუმლის საკერძე გაზის წნევა და ტემპერატურა ღუმლის კამარისქვეშა არეში განისაზღვრება
„წესების“ მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული პროექტით ღუმლის კონსტრუქციის, გამოსადნობი შენადნობის სახეობის მიხედვით. ღუმლის კამარის ქვეშ აირების წნევა უნდა იყოს დადებითი. დასაშვებია მუშაობა მცირე გაიშვიათებით აზომვის ცალკეულ წერტილებში აირის ნორმალური შემადგენლობის დროს წყალბადისა და ჟანგბადის შედგენილობის მიხედვით. ტემპერატურა კამარის ქვეშ არ უნდა იყოს 6000
C-ზე ნაკლები. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებ