1. ლითონთერმულ საამქროებში საკაზმე მასალების დოზირებისა და შერევის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) სადოზირებელი მასალები უნდა იყოს მშრალი;
ბ) კაზმის შერევის დროს მიღებული უნდა იყოს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ნაპერწკალწარმოქმნას, შემრევში გარეშე საგნების მოხვედრას;
გ) კაზმის შერევა უნდა ხდებოდეს შემრევებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მასალების თანაბრად განაწილებას;
დ) დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVI თავის 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
2. საკაზმე ნარევის ანთების წინ უნდა შემოწმდეს ჩამტვირთავი მოწყობილობისა და გამწოვი ვენტილაციის წესივრულობა და ადამიანთა არყოფნა სადნობ მოედანზე და სადნობ კამერასთან ახლოს.
3. გამოუყენებელი საკაზმე მასალების შენახვა უნდა ხდებოდეს არანაპერწკალწარმომქმნელი მასალისგან დამზადებულ დახურულ ტარაში, უსაფრთხო ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენების შესაძლებლობა არ არის, მასალები განადგურებული უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. დნობისათვის კაზმი მზადდება რაოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ცვლის მოთხოვნილებას. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXIV თავის 73-ე მუხლის მოთხოვნებ