1. კონვერტერის პოჭოჭიკების ცვეთა არ უნდა აღემატებოდეს საწყისი ზომების 10 %-ს. ახლად დამზადებული და კაპიტალური რემონტიდან გამოსული პოჭოჭიკები უნდა ისინჯებოდეს კონტროლის არამრღვევი მეთოდით.
2. კონვერტერის გასართი შეერთების ყველა სახე (ჭანჭიკისებრი, სოგმანური, სოლური) უნდა უზრუნველყოფდეს შეერთების საიმედოობას და დაცული უნდა იყოს თვითნებური გართვისაგან.
3. ახლად დაპროექტებული და მშენებარე კონვერტერის მობრუნების მექანიზმი აღჭურვილი უნდა იყოს სულ ცოტა ორი ელექტროძრავით (რომელთაგან ერთი სარეზერვოა) და მუხრუჭებით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კონვერტერის უძრავ მდგომარეობაში დაკავება ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში.
4. ხახის გაწმენდა, კონვერტერის ამონაგის ნგრევა და მოცილება უნდა იყოს მექანიზებული.
5. კონვერტერთან ჟანგბადის მიყვანა უნდა იყოს ცენტრალიზებული და ხდებოდეს მილსადენებით ჟანგბადის სადგურებიდან.
6. ქშინები დაყენების წინ, ხოლო, შლანგები და მილები გამოყენების წინ უნდა გაუცხიმოვნდეს. ჟანგბადის შლანგების გამოყენება წყლის ან ჰაერის მისაწოდებლად აკრძალული