1. შენობებში, სადაც განლაგებულია ჰიდრომეტალურგიული და ელექტროჰიდრომეტალურგიული წარმოებები სველი საწარმოო პროცესებით, ლითონკონსტრუქციები, კედლები და იატაკი უნდა იყოს ჰიდროიზოლირებული და კოროზიისაგან დაცული. კედლები ისე უნდა იყოს მოპირკეთებული, რომ ადვილად გაიწმინდოს და გაირეცხოს.
2. შენობაში, რომელშიც ხორციელდება სველი საწარმოო პროცესები, უნდა იყოს სულ ცოტა +1600
C ტემპერატურა.
3. აპარატურას, რომელიც დაყენებულია საწარმოო შენობებში, უნდა ჰქონდეს გარე ზედაპირების ანტიკოროზიული დაცვა.
4. აპარატურა სველი ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისათვის უნდა იქნეს დადგმული საძირკველზე, რომელიც 0,1 მ-ით მაინც იქნება ამაღლებული იატაკიდან.
5. ტევადობითი ტექნოლოგიური აპარატურა (რეაქტორები, სასქელებლები, სარევები და ა.შ.) მაქსიმალურად უნდა იყოს შეფარული. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XIX თავის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და XXVI თავის 84-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
6. მჟავებსა და სხვა აგრესიულ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის თვალსაჩინო და ადვილად მისაწვდომ ადგილებზე უნდა იყოს დადგმული სასმელი წყლის სადენის სისტემაში ჩართული შადრევნები და თვითდახმარების ნიჟარები.
7. მჟავების მისაწოდებელი მილსადენების მილტუჩა შეერთებებს უნდა ჰქონდეს დამცავი გარსაცმები. ხალხის გადასასვლელ ადგილებში მილტუჩა შეერთებები დაუშვებელია. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 84-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
8. აკრძალულია აპარატებისა და მილსადენების ექპლუატაცია აგრესიული და მომწამლავი ხსნარების ჟონვისას.
9. ჟანგბადსადენების, რეაქტორების, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობის დათვალიერება, აგრეთვე, მილსადენების ჩამკეტი არმატურის გაღება და დაკეტვა უნდა ხდებოდეს დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით (სათვალე, ხელთათმანები და სხვ.). ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXIV თავის 74-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
10. ცალკეული აბაზანების გამორთვა სარემონტოდ ან სხვა მიზნებისათვის, აგრეთვე, აბაზანების ჩართვა დასაშვებია მხოლოდ პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.
11. ნალექიანი კათოდური მატრიცების გარეცხვა და კათოდური ნალექების მოხსნა უნდა იყოს მექანიზებულ