1. ელექტროლიზის დანადგარების აბაზანები უნდა იყოს აწეული იატაკიდან 0,75-0,85 მ-ით. აბაზანებს შორის შუალედი გადახურული უნდა იყოს საჩეხით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის იატაკზე მოხვედრა კათოდური მატრიცების გადატანის დროს.
2. ელექტროლიზური აბაზანები და სალტესადენები იზოლირებული უნდა იყოს მიწისაგან, ელექტროლიტის შემკრები ავზები კი – ჩამიწებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XX თავის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
3. აბაზანებისა და სამოსამსახურეო მოედნის ქვეშ იზოლატორები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ გამოირიცხოს მათზე ხსნარის მოხვედრა შემთხვევითი გადმოღვრის დროს. იზოლატორები უნდა იყოს კარგად განათებული და გასაწმენდად მისადგომი.
4. იზოლატორების წმენდა სალტეებისა და აბაზანების ქვეშ აკრძალულია ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე. დენგამტარი ინსტრუმენტების გამოყენება დაუშვებელია. იზოლატორების წმენდისას ნესტიან ადგილებში აუცილებელია მშრალ რეზინის ხალიჩაზე დგომა. კიბე და სხვა დამხმარე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება იზოლატორების წმენდისას, იზოლირებული უნდა იყოს იატაკიდან.
5. იატაკის სამუშაო და სავალი ზონები ელექტროლიზის აბაზანების რიგების (სერიების) გასწვრივ დაფარული უნდა იყოს ხის საფენით (გისოსით), რომელზეც ეწყობა რეზინის დაღარული ბილიკი.
6. ელექტროლიზის აბაზანებიდან გამოყოფილი აირების მოცილება უნდა მოხდეს გვერდითი გაწოვით.
7. ლითონისაგან დამზადებული სავენტილაციო ჰაერსატარები უნდა იყოს ელექტროლიზის აბაზანებისაგან ელექტროიზოლირებული და ჰქონდეს ჩამიწება. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 66-ე მუხლის მოთხოვნები.
8. ელექტროლიტის საცირკულაციო ტუმბოები და მილსადენები უნდა იყოს იზოლირებული
„მიწისაგან“.
9. ქრომის მისაღები ელექტროლიზური აბაზანების გვერდითი გაწოვის ჰაერსატარებს უნდა ჰქონდეს სპეციალური წვეთამრიდი ელექტროლიტის შხეფების დასაჭერად მანამდე, სანამ ჰაერისა და აირის ნარევი არ მიაღწევს გაწმენდის ადგილს ან სავენტილატორო დანადგარ