1. ქშინი შეყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ კონვერტერის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას აუცილებლად მის ცენტრში. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XIX თავის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.

2. ქშინის ხვრელის ან ამონაგის გაწვის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოირთოს ბერვა და ჩამოისხას დარჩენილი ლითონი.

3. გაქრევის დროს მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს საშიში ზონის გარეთ. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

4. კონვერტერის გახურება და შრობა უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად.

თავი IX

ფეროშენადნობთა წარმოება ნადნობთა შერევის მეთოდ