1. თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, ნაცვალგების საფუძველზე, უფლება აქვს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადააგზავნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი.
2. აღნიშნული სახის შემოსავლის კონვერტირება და გადაგზავნა ხორციელდება გადაგზავნის დღისთვის მოქმედი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის კურსით.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უმარტივებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლის კონვერტირებასა და გადაგზავნას და დაუყოვნებლივ ეხმარება აღნიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შესაბამისი ფორმალობების დაცვისა