შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს შეთანხმებები კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ:

a) ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

c) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მესამე ქვეყანა ნებას რთავს ან უშვებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში ან მისი გავლით მომსახურების შესრულებას;

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხელშეკრულებით დაკავშირებული ყველა ავიასაწარმო:

a) ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას და მიმოსვლის უფლებებს შესაბამის მარშრუტებსა და მათ სეგმენტებზე;

b) მის ან მათ მიერ გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტებში ნათლად განუმარტოს მომხმარებელს თუ რომელი ავიასაწარმო შეასრულებს რეისს მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მომხმარებელი კომერციულ გარიგებაში

ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის ნათელია, რომ ზიარი კოდის გამოყენება არ იმოქმედებს ზიარი კოდის მიმნიჭებელი გადამზიდველის ტევადობაზე.

შეთანხმება ზიარი კოდის გამოყენების შესახებ უნდა წარედგინოს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს დასამტკიცებლა