წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან:

1.ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს, საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან ნებისმიერ პირს ან უწყებას, უფლებამოსილს, განახორციელოს ხსენებული სამინისტროს ან სააგენტოს ამჟამად შესრულებული ფუნქციები; ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებაში- ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას ან ნებისმიერ პირს ან სააგენტოს, უფლებამოსილს, განახორციელოს ამ ადმინისტრაციის მიერ ამჟამად შესრულებული ფუნქციები.

2. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას და მის დანართს, აგრეთვე, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის (შესწორებები და ცვლილებები) შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების და/ან მისი დანართის ნებისმიერ შესწორებას.

3. ტერმინი „ავიასაწარმო“ ნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის ნებისმიერ საწარმოს, რომელიც სთავაზობს ან ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლებს.

4. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად.

5. ტერმინი „საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს.

6. ტერმინი „საჰაერო მომსახურება“ ნიშნავს ნებისმიერ რეგულარულ საჰაერო მომსახურებას, რომელსაც ახორციელებს საჰაერო ხომალდები მგზავრების გადაყვანის, ფოსტის ან ტვირთის გადაზიდვის მიზნით.

7. „საერთაშორისო საჰაერო მომსახურება“ ნიშნავს საჰაერო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცეში ერთ სახელმწიფოზე მეტ ტერიტორიაზე.

8. ტერმინი „არაკომერციული მიზნით შეჩერება“ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის ჩასხდომა-ჩატვირთვის გადმოყვანა-გადმოტვირთვის გარდა, ნებისმიერი მიზნით საჰაერო ხომალდების დაჯდომას.

9. ტერმინი „ტევადობა“ ნიშნავს:

a) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდის კომერციულ ჩატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე;

b) საჰაერო მომსახურებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მომსახურებისთვის გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

10. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადასატან ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს, გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულებისა და პირობების გამოკლებით.

11. ტერმინი „დადგენილი მარშრუტი“ ნიშნავს მარშრუტის განაწესში დადგენილ მარშრუტს.

12. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას და მოიცავს, ამ კონვენციის 90-ე მუხლის მიხედვით მიღებულ მის ნებისმიერ დანართს, და კონვენციის ან მისი დანართების 90-ე და 94-ე მუხლის მიხედვით მიღებულ ნებისმიერ შესწორებას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახის დანართები და შესწორებები ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის შევა ძალაში.

13. ტერმინი „ტერიტორია“ - საქართველოსთან მიმართებაში მას ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ჩინეთთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ტერიტორიას, მის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებს და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს ექვემდებარება.

14. ტერმინი „მარშრუტების განაწესი“ ნიშნავს მარშრუტების განაწესს, თანდართულს შეთანხმებაზე ან შესწორებულს ამ შეთანხმების მე-19 მუხლის პირობების შესაბამისად (შესწორებები და ცვლილებები). მარშრუტის განაწესი შეადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილ