1. მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული მომსახურების განმხორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენისას, აღნიშნული საჰაერო ხომალდი და მისი სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), საწვავი, ნავთი ( ჰიდრავლიკური სითხის, საპოხი მასალის ჩათვლით) და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (საკვები, სასმელისა და თამბაქოს ჩათვლით) თავისუფლდება უკუგების საფუძველზე ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მოწყობილობები და მარაგი რჩება ხომალდზე მათი უკან გატანამდე.

2. შემდეგი მოწყობილობები და მარაგი თავისუფლება უკუგების საფუძველზე ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან, გარდა ისეთი გადასახადისა, რომელიც შემდეგი სახის მომსახურებაზეა დაკისრებული:

a. სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), საწვავი, ნავთი (ჰიდრავლიკური სითხის, საპოხი მასალის ჩათვლით) და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (საკვები, სასმელისა და თამბაქოს ჩათვლით) გადაზიდული მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული გამოსაყენებლად დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას, იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული სახის მოწყობილობა და მარაგი გამოიყენება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც სრულდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

b. სათადარიგო ნაწილები (ძრავის ჩათვლით), რომელიც შემოტანილია ერთი მხარის ტერიტორიაზე დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს შეთანხმებული მომსახურების შემსრულებელი საჰაერო ხომალდის რემონტისა ან ტექნიკური მომსახურებისთვის.

3. ამ  მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მოწყობილობა და მარაგი შესაძლოა გადმოიტვირთოს მეორე მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ შეთანხმების მონაწილე ქვეყნის საბაჟო სამსახურის ნებართვით. აღნიშნული სახის მოწყობილობა და მარაგი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების მიერ კონტროლისა ან საბაჟო მეთვალყურეობის ქვეშ მათი უკან გატანამდე, ან მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო წესების შესაბამისად, სხვა დანიშნულების მიღებამდე.

4. წინამდებარე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული გადასახადებისგან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს კონტრაქტი ექნება დადებული იმ ავიასაწარმოს(ებ)თან, რომელიც სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლების მსგავსი უფლებებით ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მოწყობილობისა და მარაგის სესხების ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ტრანსფერის დროს.

5. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი ავიაბილეთები, ავიაზედნადები, სარეკლამო მასალები, უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა სახის მსგავსი გადასახადებისაგან.

6. საოფისე მარაგი, საოფისე მომსახურების მანქანა, აეროპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური მანქანა, მგზავრთა და ბარგის გადასაზიდი ავტობუსის ტიპის მანქანა, კომპიუტერული რეზერვაციის სისტემა და საკომუნიკაციო მოწყობილობა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლობის სათადარიგო ნაწილების ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება საბაჟო და სხვა სახის საიმპორტო გადასახადებისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მარაგი გამიზნულია ავიასაწარმოს მიერ მისი გამოყენებისთვის და არ აღემატება მიზანშეწონილ შეზღუდვას.

7. პირდაპირი ტრანზიტის დროს ბარგი, ტვირთი და ფოსტა თავისუფლდება, უკუგების საფუძველზე, ბეგარის, საბაჟო, საინსპექციო და სხვა სახის მსგავსი გადასახადებისაგან, რომელიც შეესაბამება უზრუნველყოფილ მომსახურებას.

8. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული მომსახურების შესრულების შედეგად რეალიზებული შემოსავალი და მოგება თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან.

9. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს ქონება უკუგების საფუძველზე, თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

10. რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს წარმომადგენლობის მუშაკების (რომლებიც წარმოადგენენ პირველი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს) მიერ მიღებული ხელფასები, შემოსავლები და მსგავსი სახის ანაზღაურება მეორე მხარის ხელშემკვრელის მიერ თავისუფლდება, უკუგების საფუძველზე, ყველა სახის გადასახადისაგა