1. მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების დებულებების სწორი განხორციელება და შესაბამისობა. ამ მიზნით ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები ერთმანეთთან დროდადრო ჩაატარებენ კონსულტაციებს.

2. რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ შეთანმხებასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. ამგვარი კონსულტაციები შეიძლება დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთოხვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნე