1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე გამოთქვამს სურვილს ამ შეთანხმების ან მისი დანართის ნებისმიერი დებულების შესწორებაზე, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, და ამგვარი კონსულტაცია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დისკუსიებით ან მიმოწერით, უნდა დაიწყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები არ შეთანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე.
2. კონსულტაციები, რომელიც აღნიშნულია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის.
3. ამ შეთანხმების ან მისი დანართის ნებისმიერი შესწორება შევა ძალაში დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი დამტკიცების თაობაზე ნოტების გაცვლის შემდეგ.
4. თუ შესწორება ეხება მხოლოდ შეთანხმების დანართს ( მარშრუტების განაწესი), იგი შეიძლება შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შედის საავიაციო ხელისუფლებების შეთანხმების დღიდა