1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმუმი სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ღონისძიება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15 დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის (უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების წაყენება) გამოყენების საფუძველი.

3. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლში, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე  ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.

4. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:

a. სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

b. სერიოზულ ეჭვს, როცა არსებობს ჩიკაგოს კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება,ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას რომ, მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე და ასევე მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

5. იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების განსახორციელებელი უფლება ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე იქნება უარყოფილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაასკვნას, რომ გამოწვეული იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სერიოზული ეჭვები.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს უფლებით შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოქმედება ამ მუხლის 2 და 6 პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობა