1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს რეგულარულ აეროპორტ(ებ)ს, სათადარიგო აეროპორტ(ებ)ს და სანავიგაციო საშუალებებს თავის ტერიტორიაზე, აგრეთვე შესაბამის მომსახურებას საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და სხვა დამხმარე საშუალებებისა და ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შესრულებულ მომსახურებებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს დაეკისრება მეორე ხელშემკვრელი მხარის აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების გამოყენებისთვის სამართლიანი და გონივრული გადასახადები, დაწესებული მეორე მხარის ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ხელისუფლების მიერ. აღნიშნული სახის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სხვა სახელმწიფოს ავიასაწარმოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე მსგავსი აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების გამოყენებისა და მომსახურებისათვის გადასახდელ თანხა