1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, წერილობით აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმოს დანიშვნა განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად და აღნიშნული დანიშვნების გაუქმება ან შეცვლა.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ძირითადი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი რჩება ამ ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელში.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შესაძლოა მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ეს ავიასაწარმო საკმარისადაა კვალიფიცირებული შეასრულოს იმ კანონებისა და წესების თანახმად განსაზღვრული პირობები და ვალდებულებები, რომელიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო საჰაერო მომსახურების შესასრულებლად.

4. აღნიშნული სახის დანიშვნის მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების პირობების გათვალისწინებით, ანიჭებს ამგვარად დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას არამიზანშეწონილი დაგვიანების გარეშე.

5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლია საექსპლუატაციო უფლებამოსილების მიღებისთანავე, ამ შეთანხმების დებულების შესაბამისი პირობების თანახმად, დაიწყოს/დაიწყონ შეთანხმებული მომსახურების შესრულება აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების დღიდა