1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ფრენების განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, ექსპლუატაციას და ამ ხომალდების ნავიგაციას თავის ტრიტორიის საზღვრებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს(ების) საჰაერო ხომალდზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა ან ფოსტის მიღებას, გაჩერებასა და გაგზავნას, კერძოდ: შესვლის, სავიზო, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული კანონები და წესები გამოიყენება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის და გამგზავრების დროს.
3. საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული სხვა სახის წესები და კანონები და ერთი ხელშემკვრელი მხარის სამოქალაქო ავიაციის დებულებები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ს მიერ, პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას.
4. პირდაპირი ტრანზიტის მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც არ ტოვებენ, ამ მიზნისათვის განკუთვნილ, აეროპორტის ტერიტორიას გაივლიან მხოლოდ გამარტივებულ კონტროლ