1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, რეგულაციები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში მონაწილე საჰაერო ხომალდის შესვლას, დროებით გაჩერებას ან გასვლას, ან თავისი ტერიტორიის ფარგლებში ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას, ისევე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)ს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მიმართ, როგორც საკუთარი საჰაერო ხომალდის მიმართ, და დაცული უნდა იქნეს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან ამ საჰაერო ხომალდის შესვლისას, ყოფნისას და გასვლისას .
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, რეგულაციები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლა-შეტანას, დროებით გაჩერებას, ან გასვლა-გატანას, როგორიცაა რეგულაციები, რომლებიც შეეხება შესვლის, საბაჟო შემოწმების, საავიაციო უშიშროების, მიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიულ ღონისძიებებს, ხოლო ფოსტის შემთხვევაში, საფოსტო კანონები და რეგულაციები, დაცული უნდა იქნეს მგზავრებისა და ეკიპაჟის მიერ და ბარგთან და ტვირთთან მიმართებაში, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდის შესვლის/გასვლის მომენტში და ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმო(ებ)ს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)თან შედარებით.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, აქციზისაგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადისაგან და მოსაკრებლისაგან.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდთან და ქონებასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების ჩამორთმევის ან სხვა შეზღუდვების აკრძალვა