და მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საკუთარ ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდის ჩამოფრენასა ან გაფრენას, რომელიც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ან ეხებიან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, გავრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის შესვლა-შეტანას, საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნას, ტრანზიტსა და გასვლა-გატანას, კერძოდ, საპასპორტო, საიმიგრაციო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიული ფორმალობები, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომლადზე არსებული მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთსა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.
3. საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებისას, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე თავის ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს არ მიანიჭებს უპირატესობას მსგავს საერთშორისო საჰაერო მიმოსვლებში ჩართულ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან შედარებით.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული და კვლავაც მოქმედი ფრენის ვარგისობის და კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თნახმადაც არის გაცემული ან აღიარებული ეს მოწმობები და ლიცენზიები, იმ მინიმალური სტანდარტების დონეზეა ან მათზე მაღალია, რომლებიც კონვენციის შესაბამისად უკვე დადგენილია ან შეიძლება დროდადრო დადგინდეს.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ან სხვა სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 16. კანონებისა და წესების გამოყენება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
- მუხლი 13. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 14. სამოქალაქო ავიაციის უშიშროება
- მუხლი 15. ტრანზიტი
- მუხლი 17. კონსულტაციები
- მუხლი 18. ცვლილებები
- მუხლი 19. სადავო საკითხების მოგვარება
- მუხლი 20. მრავალმხრივ შეთანხმებებთან ან
- მუხლი 22. მოქმედების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 16, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-16/