1. ერთი მონაწილე მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანას, გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, ყოფნასა და გაფრენას, ან ეხებიან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე მისი ჩამოფრენის, გაფრენის და აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს.

2. ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრები, ეკიპაჟი, ბარგი, ტვირთი ან ფოსტა უნდა დაემორჩილოს მეორე მონაწილე მხარის კანონებსა და ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალის მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის მის ტერიტორიაზე გაშვებას, ყოფნას, ტრანზიტს ან გაფრენას. იმ ნორმატიული აქტების ჩათვლით, რომლებიც ეხება შემოფრენას, ნებართვას, იმიგრაციას, ემიგრაციას, პასპორტებს, საბაჟო, სავალუტო და საკარანტინო პროცედურებს ამ მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ყოფნის დროს.

3. საქართველოსა და შესაბამისად რუმინეთის საჰაერო ხაზებსა და საზღვრების გადაფრენის პუნქტებს, დამატებაში დადგენილ სვლაგეზზე, დამოუკიდებლად აწესებებს თითოეული მონაწილე მხარე საკუთარი ტერიტორიისათვი