1. მონაწილე მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატაციაშია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე, აგრეთვე მათი მოწყობილობა, საწვავ-საპოხი მასალები, სათადარიგო ნაწილები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, სურსათის, სასმელების, თამბაქოსა და სხვა ფრენის დროს მგზავრებზე გასაყიდად გათვალისწინებული პროდუქტების ჩათვლით, გათავისულებული იქნება ყოველგვარი საბაჟო გადასახადისაგან, შემოწმებებისათვის გათვალისწინებულ გადასახადებისა და სხვა ამგვარი ეროვნული ან ადგილობრივი გადასახადებისაგან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ჩასვლისას, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.

2. იგივე საბაჟო და სხვა სახის გადასახადებისაგან თავისუფლდებიან:

a) საწვავ-საპოხი მასალები, გათვალისწინებული დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე და რომელნიც ატანილია საჰაერო ხომალდზე მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, მაშინაც კი, როდესაც ეს საწვავ-საპოხი მასალები გამოიყენება სვლაგეზის ნაწილზე იმ სახელმწიფოს ტერიტორიის გადაფრენისას, რომელზედაც ისინი ატანილი იყო საჰაერო ხომალდზე;

b) სათადარიგო ნაწილები და ბორტის სატაბელო ქონება შეტანილი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დანიშნულ ავიასაწარმოს ხომალდის შეკეთებისა და რემონტისათვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე;

c) საჰაერო ხომალდის მარაგი, რომელიც ატანილია ბორტზე მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ამავე მონაწილე მხარის მიერ დაწესებულ კომპეტენტური ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და გათვალისწინებულია დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს.

d) საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებში დაკავებული დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული პირდაპირი ტრანზიტის ბარგი და ტვირთი;

e) რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შეტანილი საგნები და მასალები, მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ოფისში რეკლამისა და შესასრულებელი სამუშაოს ხელშეწყობისათვის, რომელნიც ატარებენ შესაბამისი ავიასაწარმოს დამახასიათებელ ნიშნებსა და აღნიშვნებს და გათვალისწინებულია დამატებითი განაწილებისათვის.

შესაძლებელია შეიქნას საჭიროება ამ პუნქტის a, b და c ქვეპუნქტებში ნახსენები მასალები დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას ან კონტროლს.

3. ბორტის სატაბელო ქონება ისევე, როგორც მასალები და მარაგი, რომლებიც თითოეული მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისნი შეიძლება მოთავსებულ იქნან ამ საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ, იქამდე, სანამ ისევ უკან არ იქნებიან გატანილნი ან სხვაგვარად არ იქნებიან გამოყენებულნი საბაჟო წესების შესაბამისად.

4. თითოეული მონაწილე მხარე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ისეთივე პრივილეგიებს, რომლებითაც თავისი დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, დამატებით ღირებულებასთან ან ანალოგიურ არაპირდაპირ გადასახადთან ან აქციზთან მიმართებაში, რომელსაც მონაწლე მხარეების ეროვნული კანონების გათვალისწინებით ზოგადი გადასახადის სტრუქტურა აქვ