1. თითოეულ მონაწილე მხარეს უფლება აქვს მეორე მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს ან დროებით შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული ექსპლუატაციის უფლებამოსილება, ან წაუყენოს მას, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმგვარი პირობებით; თუ:

a)ეს მონაწილე მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეგულარული კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარის ან მის მოქალაქეთა ხელშია, ან

b)ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ მონაწილე მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლებები; ან

c)ეს ავიასაწარმო არ მოქმედებს იმ დებულებების თანახმად, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებაში.

2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გაუქმება, შეჩერება და მის განხორციელებასთან დაკავშირებით პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მონაწილე მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ ამ შეთანხმების მე-16 მუხლის თანახმა