1. ფრენის განრიგი, ფრენის სიხშირის ჩათვლით, დღეები, როდესაც ხორციელდება ექსპლუატაცია, მომსახურეობის სახე და თვითმფრინავის ტიპი, რომელიც ახორციელებს ექსპლუატაციას. შეთანხმებული იქნება მონაწილე მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის. შეთანხმებული საკითხები წარდგენილ იქნება მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფლებებისათვის დასამტკიცებლად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყებამდე სამოც(ი (60) დღით ადრე, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში ცვლილებების შეტანა განხორციელდება ამავე პროცედურით და სამოცი (60) დღე შეიძლება იყოს შეცვლილი საავიაციო ხელისუფალთა მიერ ურთიერთშეთანხმების გზით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეთანხმდებიან განრიგის თაობაზე, მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი დაადგენენ მას. იგივე პროცედურა გამოყენებული იქნება მაშინაც, როდესაც დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეთანხმდებიან არსებულ განრიგში ცვლილებების შეტანაზე. ამ შემთხვევაში არსებული განრიგი რჩება ძალაში ექვსი (6) თვის განმავლობაში და ამ პერიოდში ზემოხსენებული საავიაციო ხელისუფალნი ეცდებიან დაადგინონ ახალი განრიგ