1. თითოეული მონაწილე მხარე ანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლებებს თავისუფლად და დაუყოვნებლივ გადარიცხოს მოგების ნამატი, რომელიც მოპოვებულია მის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოთა მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვებთან დაკავშირებით. ამგვარი გადარიცხვა უნდა გაკეთდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური სავალუტო კურსის მიხედვით.
2. თუ მონაწილე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება საგანგებო გადახდის შესახებ, გადარიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.
3. საერთაშორისო გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება დაბეგვრას გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი იბეგრება იმ ქვეყნის მიერ, რომელშიც განლაგებულია დანიშნული ავიასაწარმოს მართვის სათავო ორგანოები.
4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, მის დებულებებს ენიჭებათ უპირატესობ